COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 407 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 788 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 485 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 303 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 407 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 648 653.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 303 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 626 296.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 748 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 407 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა - 15, იმერეთი - 49, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 13, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 32, კახეთი - 28, მცხეთა-მთიანეთი -9, სამცხე-ჯავახეთი -7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 5 583 საიდანაც, 524 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 124 პირი.

5 059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |