COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 685 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 628 643.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 184 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 587 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 597 PCR ტესტით.

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 649 430.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 758 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 208 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 106 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 16, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 4, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 19, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 003 საიდანაც, 491 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 127 პირი, 3 512 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |