საქართველოში კორონავირუსის 237 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 932 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 047 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 885 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 237 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 652 472.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 648 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 632 842.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 783 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 237 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 129 შემთხვევა, აჭარა - 6, იმერეთი - 26, ქვემო ქართლი -15, შიდა ქართლი - 9, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 11, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 821 საიდანაც, 359 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 83 პირი. 2 462 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.