COVID19
საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა
საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 222 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 346 პირი, გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 789 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 222 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 119 შემთხვევა, აჭარა - 5, იმერეთი - 27, ქვემო ქართლი -13, შიდა ქართლი - 15, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 8, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 76 პირი, 2 088 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |