COVID19
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 243 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 179 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 064 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 58 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 313.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 213 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 004.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 800 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 58 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 35 შემთხვევა, აჭარა - 1, იმერეთი - 9, ქვემო ქართლი - 2, შიდა ქართლი - 0, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 0, კახეთი - 4, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 483 საიდანაც, 321 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 72 პირი. 1 162 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |