COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა გამოვლენილა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 72 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან  თბილისში გამოვლენილია 41 შემთხვევა, აჭარა - 8, იმერეთი - 7, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 2, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 4, კახეთი - 1, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 161 პირი, გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 810 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 68 პირი, 849 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.
| Print |