დღის ფრაზა
დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს - პაპუაშვილი
"დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს, უკრაინასა თუ მოლდოვას, დღეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა თავად გახსნა შესაძლებლობა და დააჩქარა პროცესი, რითაც სამივე ქვეყანას, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ანიშნა, რომ მზად არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის.

"ევროკავშირმა თავად გახსნა ეს შესაძლებლობა, როდესაც გავაკეთეთ განაცხადი. თავად დააჩქარა პროცესი, კითხვარის შედგენას როდესაც სჭირდება თვეები, რამდენიმე კვირაში შეადგინა. ჩვენც პასუხები მოგვთხოვა არა ერთ წელიწადში, არამედ ერთ თვეში. ამით ჩვენ მოგვცა სამივე ქვეყანას, რომ მზად არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის. ახლა დრო არის, რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უყუროს საქართველოს. ეს არის ახლა მნიშვნელოვანი," – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
| Print |