დღის ფრაზა
"ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ" - პრემიერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე
"ამპარტავნობაზე არ არის საუბარი, მაგრამ ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, თუ გადაწყვეტილება უსამართლო, შეურაცხმყოფელი იქნება ქვეყნისთვის, ის „ყველაფერს ფარდას ახდის“.

„ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ, ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ცივილიზაცია მსოფლიოში, უძველესი კულტურით და ჩვენი ძალიან მაგარი, ამაყი ხალხით... ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას, 17 ივნისს იქნება ევროკომისიის მოსაზრება და 23-24 ივნისს დაველოდები და მანამდე შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე, თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეუარცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენ ხალხს ყველაფერს ვეტყვი“, - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
| Print |