საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 058 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
20 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 058 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 646 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 404 კვლევა ტესტით, მათ შორის 57 457 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 847 PCR ტესტით.