COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში 1 კვირის განმავლობაში კორონავირუსის 11 802 შემთხვევა გამოვლინდა. 24 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გარდაიცვალა 10 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 10 233. სულ ჩატარებულია 76 309 ტესტი.

ბოლო ერთ კვირაში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან სამცხე-ჯავახეთში 139 პირი დაავადდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
| Print |