COVID19
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა
საქართველოში 1 კვირის განმავლობაში კორონავირუსის 12 729 შემთხვევა გამოვლინდა. 31 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით COVID 19-ით 8 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში 11 199 პირი გამოჯანმრთელდა. ტესტით გამოკვლევა 67 482  პირს ჩაუტარდა.

გასულ კვირასთან შედარებით, 31 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, COVID 19-ის შემთხვევები 927 ინფიცირებულით არის გაზრდილი.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე დადასტურებულია ინფიცირების 1 710 749 შემთხვევა, გარდაიცვალა 16 872 ადამიანი.
| Print |