COVID19
კოვიდსტატისტიკა ყოველკვირეულად აღარ განახლდება
ყოველკვირეულად კოვიდსტატისტიკა აღარ განახლდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომდევნო კოვიდსტატისტიკა ოქტომბრის დასაწყისში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც საიტზე მონაცემები ყოველთვიურად განთავსდება. უწყების განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების დაღმავალი ტენდენცია და ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისიდან კოვიდსტატისტიკა ყოველკვირეულად, სამშაბათობით ქვეყნდებოდა. დღეს კი მონაცემები არ განახლებულა.

გასული სამშაბათის მონაცემებით, საქართველოში, 28 აგვისტოდან 02 სექტემბრის ჩათვლით, კორონავირუსის 12 787 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის 141 სამცხე-ჯავახეთში.
| Print |