COVID19
ჯანმო კორონავირუსის საწინააღმდეგო ორ პრეპარატს რეკომენდაციას აღარ უწევს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაახლა რეკომენდაციები COVID-19-ის სამკურნალოდ და რეკომენდაციას აღარ უწევს ორი პრეპარატის გამოყენებას.
„როიტერსის“ ინფორმაციით, საუბარია პრეპარატებზე - Sotrovimab და Kazirivimab/imdevimab. ეს ორი პრეპარატი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გამოიყენებოდა COVID-19-ის სამკურნალოდ, მაგრამ უკვე მოძველებულია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები შეიცვალა მას შემდეგ, რაც ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა მედიკამენტების შეზღუდული კლინიკური ეფექტურობა კორონავირუსის უახლესი შტამების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჯანმო-ს დასკვნა უკვე მხარდაჭერილია აშშ-ში, სადაც ასევე არ არის რეკომენდებული სოტროვიმაბის და კაზირივიმაბის/იმდევიმაბის გამოყენება.
თუმცა, ორივე პრეპარატი კვლავ რეკომენდებულია ევროკავშირის ქვეყნებში გამოსაყენებლად.
ჯანმო-მ ასევე გააფართოვა რეკომენდაციები სხვა თერაპიისთვის ანტივირუსული პრეპარატი Remdesivir-ით, რომელსაც კომპანია Gilead აწარმოებს.
კერძოდ, ის ახლა გამოიყენება მძიმე COVID-19-ის მქონე პაციენტებში, ასევე ჰოსპიტალიზაციის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში.
"ინტერპრესნიუსი"
გააზიარეთ :