სამცხე-ჯავახეთში ორი დოზით 26 ათასამდე ადამიანი აიცრა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში 2 921 949 აცრაა ჩატარებული. სრულად აცრილია 1 276 173 ადამიანი.
რეგიონების მიხედვით სრული დოზით ვაქცინირებულების რაოდენობა ასეთია: თბილისი - 607 777 ადამიანი, კახეთი - 62 913 ადამიანი, მცხეთა-მთიანეთი - 22 729, ქვემო ქართლი - 64 681, შიდა ქართლი - 64 441, იმერეთი - 138 969, სამცხე -ჯავახეთი - 25 804, რაჭა- ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10 053, სამეგრელო -ზემო სვანეთი - 88 951, გურია - 37 239, აჭარა - 155 191.
ამასთან, მინიმუმ ერთი დოზით ყველაზე მეტი ადამიანი - 53,19% 18-49 ასაკობრივ კატეგორიაშია აცრილი, 10%-მდეა ვაქცინირებული 60-64 ასაკობრივ კატეგორიაში.
ამასთან, რაც შეეხება სამედიცინო პერსონალში ვაქცინირების სტატისტიკას - 2 დოზით აცრილია ექიმების 81%, სამი დოზით კი ექიმების მხოლოდ 33%.
ექთნების 64% ორი დოზით არის აცრილი, 3 დოზით კი მხოლოდ - 13%, რაც შეეხება უმცროს სამედიცინო პერსონალს 53% ორი დოზით არის აცრილი, 10% კი - სამი დოზით არის აცრილი. ადმინისტრაციული პერსონალის 67% ორჯერ არის აცრილი 19% - კი სამჯერ.