ხალხის აზრით
როგორ აფასებთ მძღოლების ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმებას და სასჯელს?
tv9news.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ ახლაციხელები ამ ცვლილებაზე.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, თუ დადასტურდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმესების ფაქტი, რამაც:

უსაფრთხოების ანექსპლოატაციის წესის დარღვევის შემთხვევაში ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, პირს დაეკისრება სასჯელი თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 5 წლამდე,თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე ან უამისოდ;

ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობის შემთხვევაში, სანქციები კიდევ უფრო მკაცრდება.

საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს გააუქმა ადმინისტრაციული ჯარიმა, მარიხუანის მოხმარებისთვის. თუმცა აიკრძალა ასეთი ქმედება სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ. ასევე აიკრძალა გასაღება, შეძენა, კულტივირება და მანქანის მართვა.


| Print |