ხალხის აზრით
რატომ ხდებიან ქალები ძალადობის მსხვერპლნი?
2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ".

ოჯახში ძალადობის მხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც მსხვერპლთა განთავსება ხდება 3 თვემდე ვადით. მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრისთვის არსებობს 3 დამოუკიდებელი გზა:

• მსხვერპლის სატატუსის განმსაზღვრელი მუდმივმოქმედი საბჭო;
• შემაკავებელი ორდერი;
• დამცავი ორდერი

თუ თქვენ გახდით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის თაობაზე, დაუკავშირდით შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე: “112” ერთიანი საგანგებო ნომერი 24/7 საათის განმავლობაში. სპეციალურად დატრეინინგებული ოპერატორების დახმარებით პოლიცია მოახდენს დროულ და ოპერატიულ რეაგირებას შემოსულინფორმაციაზე. მოქალაქეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 116 006



| Print |