რეგიონი
სადგერში ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟს აპროტესტებენ
სადგერში მცხოვრები ადგილობრივები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟს აპროტესტებენ. სოფელში შიშობენ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან ახლოს განთავსებული ელექტროგადამცემი ანძებით, მაღალი ძაბვა გაივლის და შესაბამისად მიმდებარე მიწის ნაკვეთები დანიშნულებისამებრ ვეღარ გამოიყენება.

სადგერში წუხან, რომ ნაკვეთებზე ვერც სახლებს ააშენებენ, რადგან გადამცემი ანძები ჯანმრთელობისთვის საზიანოა და ბოძების დამონტაჟებას სოფლის გვერდის ავლით ითხოვენ.

წყარო: ტელეკომპანია ,,ბორჯომი"

| Print |