რეგიონი
24 აპრილი – სომხური თემის ფეხით მსვლელობა (Photo/ Video)
აღიარე – ამ შეძახილებით, სანთლებით, პლაკატებითა და დროშებით, ყოველი წლის 24 აპრილს, სამცხე–ჯავახეთის სომეხი მოსახლეობა, 1915 წელს იხსენებს.


ადგილობრივები, ტრადიციულად „ქვის ჯვართან“ იკრიბებიან და თურქეთის ხელისუფლებას, 1915 წელს დატრიალებული მოვლენების აღიარებისაკენ მოუწოდებენ.

კარინა პეტროსიანი ერთერთია მათ შორის, ვისი ოჯახის წევრებიც ამ დროს დაიღუპნენ.

1915 წლის 24 აპრილს, კონსტანტინეპოლში, სომეხი ეროვნების მოსახლეობის მასობრივი დაკავება დაიწყო, რამაც სომხური კულტურის მნიშვნელოვან შემოქმედთა პლეადის განადგურება გამოიწვია.

ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის დევნა, 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. სამი წლის განმავლობაში, მილიონზე მეტი სომეხი დაიღუპა.
დაახლოებით ამდენივე მთელს მსოფლიოში გაიფანტა.

ახალციხესა და ახალქალაქში ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ ფეხით მსვლელობა 23 აპრილს, საღამოს და 24 აპრილს დილით მოაწყო.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ენზელ მკოიანი ამბობს, რომ ამ დღეს მსოფლიოში მცხოვრები ყველა სომეხი აღნიშნავს.

მსოფლიოს 20–მდე ქვეყანამ 1915 წელი სომეხთა გენოციდად აღიარა. აღიარეთ – ამ შეძახილებით აღინიშნა სამცხე–ჯავახეთში სომეხთა გენოციდის 104–ე წლისთავი.

| Print |