რეგიონი
საქართველოს პრეზიდენტმა სულთმოფენობა ტიმოთესუბნის ტაძარში აღნიშნა

 

სამცხე-ჯავახეთში ორდღიან ვიზიტს სალომე ზურაბიშვილი ბორჯომში აგრძელებს. საქართველოს პრეზიდენტმა უკვე მოინახულა საკალმახე ზორეთი, რომანოვების სასახლე, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

 

სულთმოფენობის სადღესასწაულო წირვას ტიმოთესუბნის ტაძარში დაესწრო და ეს დღე შეკრებილ მრევლს მიულოცა.

საქართველოს პრეზიდენტი კულტურისა და ხელოვნების ცენტრში მოსახლეობას შეხვდა.

რეგიონში ვიზიტი ზურაბიშვილმა 15 ივნისს დაიწყო. მან აბასთუმანი მოინახულა.
| Print |