ხალხის აზრით
როგორ აფასებთ თბილისში მიმდინარე მოვლენებს?
20-21 ივნისს მშვიდობიანი აქცია, რომელიც რუსეთის დუმის დელეგაციისა და საქართველოს მთავრობის მოქმედებების გასაპროტესტებლად დაიწყო, პოლიციამ რეზინის ტყვიებისა და ცრელმსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.

დაშავდა ასობით ადამიანი, მათ შორის ორმა დაკარგა თვალი. დაზიანდნენ სამოქალაქო პირები, ასევე სამართალდამცველები. დაშავებულებს შორის იყო 31 ჟურნალისტი. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

| Print |