ხალხის აზრით
როგორ აფასებენ მომსახურების სფეროს ახალციხეში?
40 წლის ქალი, რომელიც ხილ-ბოსტნეულის გამყიდველმა ქალმა სცემა, კლინიკაში რჩება. დაშავებულს სახისა და თავის არეში დაზიანებები და ტვინის შერყევა აქვს. ქალებს შორის შელაპარაკება ხურდის დაბრუნებისას მოხდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მოქალაქე მომსახურების სფეროს პრობლემებზე ჩივის. მოსახლეობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამ სერვისის დაბალი ხარისხია. ახალციხეში, მეცხრე არხის მიერ გამოკითხული ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს სფერო დაიხვეწა და საკმაოდ წარმატებულიც გახდა. მოსახლების ნაწილი კი ფიქრობს, რომ ბანკებში, მაღაზიებსა და აფთიაქებში გარკვეული საკითხები კვლავ მოუგვარებელია.

| Print |