ხალხის აზრით
როგორია ახალციხელთა შეფასებები დედაქალაქში მიმდინარე პროცესებზე? (ვიდეო)
გამოკითხული ახალციხელების ძირითადი ნაწილი მიიჩნევს, რომ თბილისში გამართული საპროტესტო აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნები ხელისუფლებამ უნდა დააკმაყოფილოს.

ხალხის პროტესტი რუსთაველზე და ახალციხელთა შეფასებები თითქმის ერთგვაროვანია, თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავი ნაბიჯები მხოლოდ არეულობას და დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა და პოლიტიკური თანამდებობები დატოვა 9 დეპუტატმა.

„ქართული ოცნებას“ პარლამენტში 104 დეპუტატი ჰყავდა.

დატოვების მიზეზი, იმ კანონპროექტის ჩავარდნა გახდა, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

დაპირება ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა 20-21 ივნისის ე.წ. ,,გავრილოვის ღამის" შემდეგ გასცა.

| Print |