ხალხის აზრით
ძირითადად, რაში ხარჯავთ პენსიას?
იანვარში, საქართველოს მოქალაქეებმა 20 ლარით გაზრდილი პენსია მიიღეს. სოციალური შემწეობა 220 ლარს შეადგენს, მაღალმთიან დასახლებებში კი 260 ლარს.

„მეცხრე არხმა“ ახალციხეში პენსიონერები გამოჰკითხა, ძირითადად, რაში ხარჯავენ ამ შემოსავალს.

ხანშიშესულების უმეტესობა ამბობს, რომ პენსიის დიდი ნაწილით მედიკამენტებს ყიდულობენ. მათი თქმით, მინიმალური პენსია 500 ლარი უნდა იყოს.


| Print |