ხალხის აზრით
რა პრობლემებს ქმნის ნეპოტიზმი - ახალციხელთა შეფასებები (ვიდეო)
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში ხშირია თანამდებობის მიერ ოჯახის წევრების, ნათესავებისა თუ მეგობრების საჯარო სამსახურში დასაქმება. ასევე ხშირია ოჯახის წევრთა დასაქმება მუნიციპალიტეტის მიერ დაარსებულ აიიპ -ებსა და სსიპ-ებში.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში, თანამდებობის პირების დეკლარაციების შესწავლის პროცესში რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა:

• არის შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები მუშაობენ იმავე უწყებაში, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის დარღვევაა, გარდა კონკურსის წესით დანიშვნის შემთხვევებისა.

• სასამართლო სისტემაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსამართლეების ოჯახის წევრები საქმდებიან იმავე სისტემაში, ზოგიერთ შემთხვევაში იმავე რაიონულ სასამართლოში.

• სადეპუტატო მანდატის მიღების შემდეგ საჯარო სამსახურში ოჯახის წევრების დასაქმების ტენდენცია საქართველოს პარლამენტშიც იკვეთება. აღსანიშნავია, რომ ყველა დეპუტატი, რომლის ოჯახის წევრიც საჯარო სამსახურშია დასაქმებული, საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.


გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ნეპოტიზმი ყოველთვის იყო ახალციხეში, რის გამოც იზრდება უმუშევრათა და ემიგრანტთა რაოდენობა. 


| Print |