ხალხის აზრით
უნდა გაიყიდოს თუ არა მიწები უცხოელებზე?(ვიდეო)
ახალი მიწის კოდექსის მიღებამდე, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა შეზღუდულია, ეს გადაწყვეტილება ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

ახლა ეკონომიკის სამინისტრო მიწებს ძირითადად, იჯარით გასცემს, კერძო პირებს კი აქვთ შესაძლებლობა, მათი საკუთრება უცხოელებსაც მიჰყიდონ. ეს გადაწყვეტილება სახელმწიფომ მას შემდეგ მიიღო, როცა 2014 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო პარლამენტის გადაწყვეტილება მიწაზე მორატორიუმთან დაკავშირებით.

ამ საკითხზე ახალციხის საზოგადოებაში აზრი ორად იყოფა: ნაწილი თვლის, რომ უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვის აკრძალვა დააზიანებს საინვესტიციო გარემოს და ხელს შეუშლის უცხოეთიდან ფინანსური რესურსების შემოსვლას. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მიწა განსაკუთრებული ეროვნული რესურსია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.


| Print |