ხალხის აზრით
აღნიშნავთ თუ არა ვალენტინობას - სიყვარულის დღეს?

 

კათოლიკური ეკლესია 14 თებერვალს წმინდა ვალენტინის ხსენების დღეს აღნიშნავს, რომელიც შეყვარებულების და სიყვარულის მფარველად ითვლება. ამ თარიღს, როგორც სიყვარულის დღეს, მორწმუნე კათოლიკეების გარდა, სხვა კონფესიის წარმომადგენლებიც აღნიშნავენ. შეყვარებულები ერთმანეთს საჩუქრებს ტკბილეულს და ყვავილებს ჩუქნიან.

ახალციხეში მოსახლეობას ვკითხეთ - როგორ აღნიშნავენ თარიღს. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ამ დღეს საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ატარებს, ნაწილისთვის კი 14 თებერვალი ერთი ჩვეულებრივი დღეა.

14 თებერვლის აღნიშვნა სათავეს ძველი რომიდან იღებს. წმინდა ვალენტინი 269 წელს იმპერატორმა კლავდიუს მეორემ, ქრისტიანული წესების აღსრულების გამო, სიკვდილით დასაჯა.

| Print |