ხალხის აზრით
გვჭირდება თუ არა რუსული ბაზარი?
სჭირდება თუ არა საქართველოს რუსული ბაზარი? - ამ კითხვაზე პასუხი დასავლეთის ნახევარმილიარდიანი  ბაზრის პერსპექტივამ გასცა. ამის მიუხედავად, ქვეყნებს შორის, სადაც ქართული პროდუქცია შედის, რუსეთს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია (2019 წელს მეორე ადგილი).

გასული წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან რუსეთში გატანილი იყო ფეროშენადნობები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მინერალური და მტკნარი წყლები.

ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ქართულ-რუსული ვაჭრობის შეჩერების შემთხვევაში, არამხოლოდ ქართულ საექსპორტო პროდუქციას შეიძლება შეექმნას პრობლემა, არამედ იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკამაც შესაძლოა გამოიწვიოს ფასების ზრდა და ზოგიერთი პროდუქტების დეფიციტი დროის გარკვეულ პერიოდში. თუმცა, საქართველომ მოახერხა რუსულ ბუნებრივ აირზე 100%-იანი დამოკიდებულების 4%-მდე შემცირება.

ახალციხეში მოსახლეობის აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი თვლის, რომ ქართველი მეწარმეები და ფერმერები რუსული ბაზრის გარეშეც შეძლებენ პროდუქციის რეალიზებას, მოქალაქეთა მეორე ნაწილი კი თვლის, რომ საქართველოს აუცილებლად სჭირდება რუსულ ბაზარზე იმ სახით დაბრუნება, როგორიც ეს ათეული წლების წინ იყო.

| Print |