ხალხის აზრით
ქართული სასამართლო დამოუკიდებელია?
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის (NDI) მიერ, 16 იანვარს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, საჯარო ინსტიტუტებიდან ყველაზე დაბალი ნდობა ჯერ პარლამენტს, შემდეგ კი სასამართლოს აქვს.

გამოკითხულმა რესპონდენტების 45% სასამართლოებს უარყოფითად აფასებს, დადებითად კი 10%.

სასამართლო რომ სახელმწიფო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს, ამას „საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ“ არეგულირებს.

მოსახლეობის ნაწილს არ სჯერა, რომ ქართული სასამართლო დამოუკიდებლობას ინარჩუნებს და მის გადაწყვეტილებებში ხელისუფლების წარმომადგენლები არ ერევიან.

ახალციხეში გამოკითხულთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ მართლმსაჯულების მთავარი ორგანო გავლენებისგან თავისუფალია.

| Print |