ხალხის აზრით
რატომ ძალადობენ ქალებზე?
საქართველოში, ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლინებამ იმატა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2019 წელს 4 911 შემთხვევა დაფიქსირდა, ამ პერიოდში მოკლეს 12 ქალი.

უწყებას 2020 წლის მონაცემების გამოქვეყნება ჯერ არ დაუწყია. სამცხე-ჯავახეთში გასულ წელს კი ოჯახში ძალადობის 114 შემთხვევაა დაფიქსირებული.
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, ძალადობის სახეებიდან ყველაზე ხშირად ვლინდება ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობა.

ახალციხეში გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობის თქმით, ქალი ჯერ კიდევ მალავს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. საზოგადოების განსჯის შიში ქალს აიძულებს, მასზე განხორციელებული ძალადობა მოითმინოს და მოძალადის გვერდით დარჩეს. ამის შედეგი არცთუ იშვიათად, ფემიციდია (გენდერული ნიშნით მკვლელობა).




| Print |