ხალხის აზრით
რისთვის იყენებთ სოციალურ ქსელებს?

 

მსოფლიოში ჩატარებული კვლევების მიხედვით, სოციალურ ქსელთან ადამიანი დღეში საშუალოდ, 200 წუთს ატარებს. ცხოვრების დაკავებულმა სტილმა, დროსა და სივრცეში აცდენამ სოციალური ქსელით კომუნიკაციას ხელი შეუწყო.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული ადამიანები ძირითადად, ცუდად რეალიზებულები არიან. ასევე, დეპრესიისკენ მიდრეკილი, ჩაკეტილი პირები, ვისაც უჭირთ სოციალურ წრესთან ურთიერთობის დამყარება და ჰყავთ ცოტა მეგობარი, ასეთ დროს ისინი სოციალურ ქსელში ახდენენ ემოციების გაზიარებას.

ახალციხეში გამოკითხულთა ნაწილს მიაჩნია, რომ ინტერნეტი და სოციალური ქსელები კომუნიკაციადი ეხმარებათ. ასევე ინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ზოგი კი ფიქრობს, რომ სოციალურ ქსელს ბევრი დრო ფუჭად მიაქვს და აზიანებს მხედველობას.

 


| Print |