ხალხის აზრით
როგორია კრიმინალური მდგომარეობა სამცხე-ჯავახეთში?
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში 64 123 დანაშაულია რეგისტრირებული, რაც წინა წელზე (2018 წელი) 9.78%-ით მეტია.

ამ მონაცემებს ამყარებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 43% ფიქრობს, რომ ბოლო 10 წელიწადში კრიმინალური მდგომარეობა საქართველოში გაუარესდა.


ახალციხეში გამოკითხული მოსახლეობის ერთი ნაწილის თქმით, სამცხე-ჯავახეთში დანაშაულის შემთხვევები შედარებით ხშირია. მოქალაქეები თვლიან, რომ ზოგიერთი კანონი უნდა გამკაცრდეს. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ გასულ წლებთან შედარებით, კრიმინალური ფაქტები შედარებით შემცირებულია.


| Print |