ხალხის აზრით
უნდა იდგეს თუ არა სტალინის ძეგლი საქართველოში?

 

ახალციხე, ადიგენი, ნინოწმინდა, ახალქალაქი - სამცხე-ჯავახეთში საბჭოთა სიმბოლიკებსა და ბელადის ძეგლებს დღემდე შეხვდებით. 100 წლის წინ, ახალციხის სოფელ ზიკილიაში დადგმული სტალინის მონუმენტი, რომელიც ქარმა გადააყირავა, ადგილობრივებმა საკუთარი სახსრებით შეაკეთეს და ისევ აღმართეს.

სტალინის ძეგლი დგას ადიგენის სოფელ არალის ცენტრში, სოფელ წარმასთუმანში კი რკინის მონუმენტი.

უფრო ხშირად შეხვდებით ხუთქიმიან ვარსკვლავებს.

კანონი „თავისუფლების ქარტია“, რომელიც საქართველოში 2011 წელს მიიღეს, საჯარო სივრცეში კრძალავს საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას. კანონის მეშვიდე მუხლში ვკითხულობთ: 
"კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხვრის მიზნით კომისია მიმართავს უფლებამოსილ პირს. კომისიის მიმართვის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკა. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ კომისიის მითითების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას".

ახალციხეში გამოკითხულთა უმეტესობას მიაჩნია, რომ წარმოშობით ქართველი იოსებ სტალინის ძეგლი ჩვენს ქვეყანაში უნდა იდგეს. ქალაქში შედარებით ცოტა ადამიანი მოიძებნება, რომელიც ამბობს, რომ სტალინის მონუმენტების ადგილი ოკუპირებულ საქართველოში არ არის. ასე ძირითადად, ახალგაზრდები ფიქრობენ.

| Print |