ხალხის აზრით
არის თუ არა სტერილური სამედიცინო ინსტრუმენტები სტომატოლოგიურ კლინიკებში?
სტომატოლოგთან ვიზიტისას ჰიგიენურ ნორმებს აკვირდება პაციენტების უმეტესობა. ახალციხელები ამბობენ, რომ დადიან იქ, სადაც ინსტრუმენები სტერილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ექმნება.

ახალციხის მუნიციპალიტეტში 15 სტომატოლოგიური კაბინეტია რეგისტრირებული, აქედან მხოლოდ ერთი მუშაობს ქალაქ ვალეში, დანარჩენი კი ქალაქ ახალციხეში.

აღმოჩნდა, რომ ხელსაწყოების სტერილიზაცია მხოლოდ სტომატოლოგიური კლინიკების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში“ გვითხრეს, რომ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების შემოწმება ხორციელდება გეგმა-გრაფიკის მიხედვით, თუმცა მესამე წელია ახალციხეში არც ერთი სტომატოლოგიური კაბინეტი არ შემოწმებულა.

„სააგენტოს მიერ, ახალციხის მუნიციპალიტეტში სტომატოლოგიური პროფილის სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებების შემოწმება 2018-2019 წლებში არ განხორციელებულა“, - წერია განცხადებაში, რომელიც სააგენტოდან ინფორმაციის გამოთხოვის საპასუხოდ მივიღეთ.

| Print |