ხალხის აზრით
არის თუ არა განათლების შესაბამისი დასაქმება საქართველოში?
"CRRC საქართველოს" კვლევის მიხედვით, დასაქმების მსურველების 51% 18-35 წლის პირები შეადგენენ.

საქართველოში, ზოგ ფაკულტეტზე გაცილებით მეტი სტუდენტი სწავლობს, ვიდრე ეს შრომის ბაზარს სჭირდება. შესაბამისად, იქმნება ჭარბი მუშახელი, რომელიც პროფესიით ვერ საქმდება.

ამის პარალელურად, საბუნებისმეტყველო სპეციალობებზე სწავლის მსურველი ნაკლებია. შესაბამისად, სამუშაო ადგილები, სადაც ამ პროფესიის ადამიანებია საჭირო, პროფესიონალთა დეფიციტს განიცდის.

რამდენიმე ათეული წელია საქართველოში დასაქმება ქვეყნის მოსახლეობის პრობლემების სათავეშია.

ახალციხეში მოსახლეობის თქმით, განათლების შესაბამისი დასაქმება ქვეყანაში ვერ ხდება.

მოქალაქეები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების დასაქმებას თავიანთი პროფესიით.

ამის გამო, ახალგაზრდებს უწევთ დაიწყონ მუშაობა სავაჭრო სფეროში და თავისი პროფესია გვერდით გადადონ.

| Print |