ხალხის აზრით
რომელია უფრო მნიშვნელოვანი - უმაღლესი თუ პროფესიული განათლება?
პროფესიული განათლება საქართველოში ნაკლებად პოპულარულია. თუმცა ბოლო წლებში, კოლეჯში სწავლას უფრო მეტი პირი აგრძელებს.

სპეციალისტების შეფასებით, პროფესიული განათლების არაპოპულარობა სისტემაში არსებულმა უარყოფითმა განწყობამ და ბარიერებმა განაპირობა. კანონის მოქმედი რეგულაციით, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (ცხრა კლასის) კურსდამთავრებულს უფლება აქვს, სწავლა განაგრძოს პროფესიული განათლების მიმართულებით, მაგრამ პროფესიული განათლების კურსდამთავრებული, რომელსაც არ აქვს სრული ზოგადი განათლება (არ დაუსრულებია თორმეტი კლასი), სწავლას უმაღლესი განათლების მიმართულებით ვერ გააგრძელებს.

ახალციხეში გამოკითხულთა ნაწილს მიაჩნია, რომ პროფესიული განათლება უმაღლეს განათლებას არაფრით ჩამორჩება და უნდა გაქარწყლდეს კოლეჯების შესახებ არსებული სტერეტიპები. მოქალაქეების მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ უმაღლესი განათლება ზრდის დასაქმების შანსს.

| Print |