ხალხის აზრით
რომელ სამედიცინო მომსახურებაზე არ მიგიწვდებათ ხელი?
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის" თანახმად, საქართველოში ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომა გაუმჯობესდა.

პროგრამის ამოქმედების მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს თანადაფინანსების გზით, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის ჯანდაცვასთან დაკავშირებული სერვისები ხელმისაწვდომი გამხდარიყო.

ამის მიუხედავად, მოსახლეობა სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების სიძვირის გამო ჩივის. ახალციხელების თქმით, ამ მიზეზით ვერ ახერხებენ ექიმთან ვიზიტს, საჭირო კვლევების ჩატარებასა და სპეციალისტის მიერ დანიშნული მედიკამენტების შეძენას.

მოქალაქეები ამბობენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ძირითადად, ოჯახის ექიმის და რამდენიმე ანალიზის ხარჯებს ფარავს. როცა სხვადასხვა პროფილის ექიმთან ვიზიტის საჭიროება დგება, პაციენტებს დამატებით კვლევებზე უარის თქმა ან თანხის მოხიება უწევთ.

განსაკუთრებით უჭირთ პენსიონერებს. ხანშიშესულები ამბობენ, რომ სიცოცხლისთვოს აუცილებელი, თუმცა ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენისთვის, მათი შემოსავალი საკმარისი არ არის.

| Print |