ხალხის აზრით
რას შეცვლის კრედიტების გადავადება?
ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბანკები მომხმარებლებს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობენ.
მსესხებლები შეძლებენ მაისის ჩათვლით გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი. შესაბამისი პროცედურების გატარებას ბანკები მომავალი კვირიდან დაიწყებენ.
ეტაპობრივად მოხდება მომხმარებლის ინფორმირება, რისთვისაც არ არის საჭირო ბანკში ვიზიტი. 

თუკი მომხარებელს სურს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს სესხის მომსახურება, ის უნდა დაუკავშირდეს პირად საკრეფიტო ოფიცერს ან დარეკოს ბანკის ცხელ ხაზზე.
რას ფიქრობენ ახალციხეში სამთვიან საშეღავათო პერიოდზე, რაში წაადგებათ მოქალაქეებს კრედიტების გაადავადება - ეს კითხვა ადგილობრივებს დავუსვით.


| Print |