ხალხის აზრით
ჰყავს თუ არა საქართველოს პოლიტპატიმრები?
2020 წლის პარლამენტის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებისას, ოპოზიცია ერთ-ერთ პირობად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდა, მმართველი გუნდი კი ამტკიცებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს.

„ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, ჩვენ გვყავს კრიმინალები, ვინც არიან დაკავებული კონკრეტულ საქმეზე. ადამიანი 50 მილიონს როცა იპარავს, უბრალოდ უხერხულია მას დაარქვა პოლიტპატიმარი", - განაცხადა კახი კალაძემ.

პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთდა ევროპარლამენტარების მხრიდან.

ახალციხელების ნაწილი ფიქრობს, რომ არ არსებობს ქყვეყანა, სადაც პოლიტპატიმრები არ არიან. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. მოქალაქეებს ეჭვს უჩენს გიგი უგულავას ხელმეორედ დაკავება.

| Print |