რეგიონი
ბათუმი-ახალციხის გზა მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ჩაიკეტა


მეწყერი ჩამოწვა ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, სოფელ დოლოგანთან. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ჩამოშლილმა მიწის მასამ და ლოდებმა საავტომობილო გზა ჩაკეტა, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება მაგისტრალზე პარალიზებულია. 

ამ დროისთვის მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ქედის მერის მოადგილის თქმით, გზის გათავისუფლება მიწის მასისგან და მოძრაობის აღდგნა სავარაუდოდ, ხვალ მოხდება.
| Print |