რეგიონი
სომხეთში COVID-19-ის შემთხვევებმა 8 ათასს გადააჭარბა

 

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 442 ახალი შემთხვევა გამოავლინეს და ჯამში, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 8 216 გახდა.

ოფიციალური ცნობითვე, დღე-ღამეში კორონავირუსის ინფექციის გამო 15 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ამ დრომდე 113 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსის ინფექციის გამო. გარდაცვლილთა შორის, ოფიციალური ცნობითვე, ყველაზე ხანდაზმული პაციენტი 92 წლის იყო, ყველაზე ახალგაზრდა -42. ამასთან, სომხეთი ცალკე აღრიცხავს იმ პაციენტებს, რომლებსაც “ვირუსი ჰქონდათ, თუმცა სხვა მიზეზით გარდაიცვალნენ”. გამოჯანმრთელდა 3 287 პაციენტი.
| Print |
თეგები: სომხეთი /