ხალხის აზრით
,,თვითგადარჩენის ინსტიქტი"- მიუსაფარი ძაღლებისგან დაკბენილი ახალციხელები გამოსავალს ეძებენ
ახალციხეში, მიუსაფარი ცხოველების მიერ, ადამიანების დაკბენის შემთხვევები გახშირდა.

ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს ექიმის გენადი ხატიძის ინფორმაციით, დაშავებული მოქალაქეების რაოდენობა ბოლო პერიოდში გაიზარდა.

ერთ დღეს, ყველაზე მეტი დაკბენის შემთხვევა 26 მაისს დაფიქსირდა, როდესაც ახალციხის რამდენიმე ქუჩაზე, მიუსაფარმა ძაღლებმა ერთ დღეში ცხრა ბავშვი დაკბინეს. ყველა მათგანი არასრულწლოვანია, მათ შორის ყველაზე პატარა ორი წლის არის.

ადგილობრივების თქმით, ცხოველები ხშირად აგრესიულები არიან, რის გამოც საჭიროა დაპირებული თავშესაფრის დროული გაკეთება.

ცხოველთა თავშესაფრის აშენება სამცხე-ჯავახეთში, 2018 წელს დაანონსდა.

ორი წლის წინანდელი შეთანხმების მიხედვით, პროექტი მზად იყო და ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდებოდა, რათა ქალაქს 2020 წელს თავშესაფარი ჰქონოდა.


შეიძლება, დაგაინტერესოთ:

ახალციხეში მიუსაფარმა ძაღლებმა ცხრა არასრულწლოვანი დაკბინეს






| Print |