ხალხის აზრით
რა სახის დახმარება სჭირდებათ ემიგრანტებს?

 

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ სამუშაოდ არიან წასული, კორონავირუსის პანდემიის გამო, ბევრი მათგანი შემოსავლის გარეშე დარჩა. სამსახური არაერთმა ემიგრანტმა დაკარგა. მათ იზოლაციაში უწევთ ყოფნა. სამშობლოში დაბრუნება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, უმუშევრად მოუწევთ ყოფნა და უკან დაბრუნების საშუალებაც აღარ ექნებათ. ემიგრანტების გზავნილებს საქართველოს ეკონომიკაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. საზღვარგარეთ წასული მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში, სამშობლოში ოჯახების ერთადერთი მარჩენალები არიან.

ახალციხეში მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ემიგრანტებს არა მხოლოდ დაბრუნებაში, არამედ დასაქმებაშიც უნდა დაეხმაროს.

 


| Print |