ხალხის აზრით
უნდა მიიღოს თუ არა საერთაშორისო ტურისტები საქართველომ?

 

15 ივნისიდან საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო პირველი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.

ქვეყნის ეკონომიკის საკმაოდ დიდი წილი ამ სფეროდან მიღებულ შემოსავალზე მოდის. ამის გამო, მთავრობა ცდილობს, უცხოელი ვიზიტორების მასპინძლობა დროულად დაიწყოს.

ქვეყნის ხელისუფლებას არა მხოლოდ მოქალაქეები, არამედ ეპიდემიოლოგებიც ურჩევენ, რომ ტურისტული სეზონის გახსნას სიფრთხილით მოეკიდოს. უნდა გაუხსნას თუ არა უცხოელ ვიზიტორებს საზღვრები საქართველომ - ეს კითხვა ახალციხეში მოქალაქეებს დავუსვით.

 


| Print |