ხალხის აზრით
როგორ უნდა დაეხმაროს ადგილობრივი ხელისუფლება პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას?

 

პანდემიის გამო, მოსახლეობის ისედაც რთული ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა - ამბობენ მოქალაქეები ახალციხეში. მათი თქმით, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება თითქმის შეუძლებელია, რადგან შემოსავალი შეუმცირდათ, სურსათისა და მედიკამენტების ფასმა კი მოიმატა.

მოსახლეობა ამბობს, რომ ახლა თვითმმართველობამ უნდა იმოქმედოს სოციალური დახმარებები გასცეს. მათი თქმით, პირველ რიგში სურსათის პრობლემის გადაჭრა სჭირდებათ. 

ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 40 000-მდე მოქალაქიდან, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება 800-ზე მეტმა მიიღო. სასურსათო პაკეტში ფქვილი, ზეთი, ბურღული და ჰიგიენური საშუალებები შედის. 

 


| Print |