ხალხის აზრით
შესაძლებლობა რომ მქონდეს, პირბადეს ჩემი ხელით არ შევკერავდი - მოქალაქეები ჯარიმებზე

 

დახურულ საჯარო სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, 20 ლარით დაჯარიმდებით. კანონი ძალაში დღეიდან, 15 ივნისიდან შევიდა. რაც შეეხება იურიდიულ პირებს და ინდმეწარმეებს - იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განმარტებით, თუ ობიექტის მეპატრონე ვერ გააკონტროლებს, მასთან შესულ ყველა პირს ეკეთოს პირბადე, მაშინ მათთვის გათვალისწინებულია 500-ლარიანი ჯარიმა.

ახალციხეში მოქალაქეები ამბობენ, რომ თანხის ოდენობა შედარებით ნაკლები უნდა იყოს. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სანქციები მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, კიდევ უფრო დაამძიმებს.

| Print |