ხალხის აზრით
რამდენად იცავენ სოციალურ დისტანციას ადგილობრივები?
კორონავირუსის გავრცელების პარალელურად, სულ უფრო ხშირად გვესმის ისეთი ტერმინები, როგორიცაა "სოციალური დისტანცირება", "თვითიზოლაცია", „ჰიგიენური ნორმების დაცვა“.
პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ყველაფრის ყოველდღიურობაში გადატანა, ადამიანების უმეტესი ნაწილისთვის ჩვეულებრივი მოვლენა ხდება.

COVID-19-ის პანდემიისადმი მზადყოფნა თითოეულ მოქალაქეს ახსენებს, რომ მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა. ამ აუცილებელ ნაბიჯებთან ერთად, ისეთ პრაქტიკას, როგორიცაა სოციალური დისტანცირება, თვითიზოლაცია და იზოლაცია, შეუძლია საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების სიჩქარე შეანელოს.
საინტერესოა, რამდენად სერიოზულად უდგებიან ადგილობრივები ამ საკითხს.


| Print |