ხალხის აზრით
ვცდილობთ საჯარო სივრცეებში რეგულაციები დავიცვათ - ახალციხელები რეკომენდაციებზე
პანდემიის დროს, ჰიგიენური ნორმების დაცვისთან ერთად, აუცილებელი რეკომენდაციაა საჯარო ადგილებში დისტანციის დაცვა. ეპიდემიოლოგების მტკიცებით, მოქალაქეების არანაკლებ ორმეტრიანი დაშორებით ყოფნა, ვირუსის გავრცელების საფრთხეს მნიშვნელოვნად ამცირებს. მედიკოსების თქმით, თუ მოსახლეობა სწორად გააგრძელებს რეგულაციების შესრულებას – ატარებს პირბადეს, დაიცავს ხელების ჰიგიენას და დისტანცირების წესებს, დაავადებაში ყველაფერი კონტროლებადი და მართვადი იქნება.
ახალციხელები ფიქრობენ, რომ ყველა ამ რეკომენდაციის დაცვა აუცილებელია, რადგან ვირუსზე კონტროლის დადებითი შედეგი, სწორედ ამგვარად მიიღწევა

| Print |