ხალხის აზრით
რამდენად მარტივია რეგულაციების შესრულება ადგილობრივებისთვის?
საქართველოში კორონავირუსისგავრცელების პრევენციის მიზნით,სახელმწიფო რეგულაციების შესრულებაზე კონტროლს ამკაცრებს. ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ აუცილებელია რეკომენდაციების დაცვის საჭიროება, თითოეულმა ადამიანმა გაითავისოს და საკუთარ ჩვევად ჩამოიყალიბოს. ჯანდაცვის სექტორში ფიქრობენ რომ კოვიდ 19-ს ქვეყანა ამ გზით უფრო მარტივად დაამარცხებს.
მოსახლეობა გაცემულ რეკომენდაციებს ეთანხმება, თუმცა მისი შესრულება უჭირთ. ახალციხელებს ყველაზე მეტად პირბადის გამოყენება ერთულებათ. გარდა ამისა, მიაჩნიათ რომ ის ვირუსისგან არ იცავს. კოვიდ 19-ის გადაცემის თავიდან აცილების ერთ-ერთ ეფექტურ გზად ადგილობრივებს, დისტანციის დაცვა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება მიაჩნიათ.


| Print |