ხალხის აზრით
რატომ გაიზარდა ავტოსაგზაო შემთხვევები?
საქართველოში, ავტოსაგზაო შემთხვევები გაიზარდა. 2020 წლის I კვარტალში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რიცხვი 1 236-ს შეადგენს. აქედან სამცხე-ჯავახეთში 23 ავტოსაგზაო შემთხვევაა დაფიქსირებული.

ახალციხის მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზი მართვის მოწმობის გამარტივებული გამოცდაა, მათი აზრით, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოედანზე გაცილებით მარტივია ხოლო როდესაც ახალბედა მძღოლები ავტომობილებს ქალაქში მართავენ, ეს მათთვის უცხო გარემოა. ამასთან, ისინი ფიქრობენ, რომ მართვის მოწმობის აღების ასაკი 18 წლიდან უნდა განისაზღვროს.

ადგილობრივების აზრით, ავტოსაგზაო შემთხვევებს ყველაზე ხშირად ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა იწვევს.

რაც შეეხება გზებსა და საგზაო ნიშნებს, მოსახლეობა აღნიშავს, რომ ამ მხრივ გზებზე არსებული სიტუაცია მოწესრიგებულია, თუმცა ზოგიერთ მონაკვეთზე პრობლემები ისევ არსებობს.

| Print |