ხალხის აზრით
რა პრობლემების მოგვარებას სთხოვს წყალთბილის მოსახლეობა კანდიდატებს?
დასაქმების პრობლემა, მოუწესრიგებელი სასმელი წყლის სისტემა, ამბულატორიის არარსებობა - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის მოსახლეობას აწუხებს.

ადგილობრივების თქმით, მთავრობას სოფლის პრობლემები მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება.
ამიტომ მოსახლეობა მათ მოგვარებას ყოველი არჩევნების წინ კანდიდატებს სთხოვენ.

„მეცხრე არხის კითხვაზე - იცნობენ თუ არა ისინი პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ მათ ვერ ცნობენ, შესაბამისად, არ იციან ვინ წარადგენს სამცხის ოლქს პარლამენტში.
თუმცა ამბობენ, რომ მთავარია მან ადგილობრივების პრობლემები მოაგვაროს.



მოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |